თავში

გორის სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე შალვა კაკაურიძე აირჩიეს

გორის სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე შალვა კაკაურიძე აირჩიეს
გორის სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე შალვა კაკაურიძე აირჩიეს

გორის სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე შალვა კაკაურიძე აირჩიეს. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სხდომაზე მიიღეს. საბჭოს წევრების გადაწყვეტილებით,  თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარედ ვასილ მშვენიერაძე იქნება. 

„ჩვენ განვიხილეთ ორ სასამართლოს შემთხვევაში თავმჯდომარის დანიშვნის საკითხი. საბჭო ასევე ესაუბრა მოსამართლეებს, რომელთაც სურთ, ერთი სასამართლოდან მეორეში გადანაცვლება, ან პირველი ინსტანციის სასამართლოდან სააპელაციო სასამართლოში გადასვლა.

რაც შეეხებათ თავმჯდომარედ გამწესებას, გარკვეულმა წევრებმა გამოთქვეს პრეტენზია, რომ თავმჯდომარეობის კანდიდატს საბჭო უნდა გასაუბრებოდა, თუმცა საბჭოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, როდესაც სურვილს გამოთქვამს თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშვნისთვის მხოლოდ ერთი მოსამართლე, მას აღარ ვესაუბრებით. როდესაც არის კონკურენცია, ორი ან მეტი განცხადება, საბჭო ყველა კანდიდატს ესაუბრება და გადაწყვეტილებას იღებს შემდგომ. აქედან გამომდინარე, ამ პრაქტიკასთან დაკავშირებით, არანაირი კითხვის ნიშანი, მით უმეტეს უკანონობა, არ არსებობს“, – განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system