თავში

გორში დამ ძმას "ნაგავო"-ს დაძახებისთვის სასამართლოში უჩივლა

გორში დამ ძმას "ნაგავო"-ს დაძახებისთვის სასამართლოში უჩივლა
გორში დამ ძმას ნაგავო-ს დაძახებისთვის სასამართლოში უჩივლა

გორის სასამართლომ ძმის მიმართ დის საჩივარი განიხილა. ახალგაზრდა ქალმა ძმას შეურაცხყოფისთვის უჩივლა. როგორც ის აცხადებდა, ძმამ შვილების თანდასწრებით მას ნაგავი უწოდა და ხელზე ხელი ძლიერად მოუჭირა.

პოტენციურ დაზარალებულს, სასამართლომ ფსიქოლოგის დასკვნა მოსთხოვა, რომლის მიხედვით, დადასტურდებოდა ის ფსიქიკური ზიანი, რაც მას "ნაგავოს" დაძახებით მიადგა, თუმცა ბრალდების მხარემ სასამართლოში აღნიშნული დასკვნა არ წარადგინა, რის გამოც, ჯ.მ ბრალდების ამ ნაწილში გამართლდა.

სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ხელზე ხელის მოჭერისთვის ცნო, რის გამოც, მას პირობითი სასჯელი 2 წლის ვადით მიუსაჯა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system