თავში

გორში პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

გორში პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
გორში პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

გორში პოლიციელის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ თურქეთის მოქალაქეს, გორის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურამ დაკავებულს ბრალი ოფიციალურად დღეს წარუდგინა და დღესვე მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაზე შუამდგომლობით.

სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და დაკავებულს პატიმრობა შეუფარდა. წინასასამართლო სხდომა 27 ივლისს გაიმართება.

რაც შეეხება თავად ბრალდებულს, მისი ადვოკატის, გიგა ჯეირანაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის პირველ ივლისს, ღამის საათებში, ბრალდებულმა ჰ.დ.-მ ქ. გორში, პოლიციის თანამშრომლის დ.ს-ს საცხოვრებელ სახლში, სადაც იგი მდგმურად იმყოფებოდა, სოცოცხლის მოსპობის მიზნით, დანის გამოყენებით, კისრის არეში ჭრილობა მიაყენა მძინარე დ.ს-ს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system