თავში

გრიფით "საიდუმლო" დოკუმენტებთან დაკავშირებით მივიღეთ თანხმობა - რამიშვილი

გრიფით "საიდუმლო" დოკუმენტებთან დაკავშირებით მივიღეთ თანხმობა - რამიშვილი

გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით საქმეში არსებულ გრიფით "საიდუმლო" დოკუმენტებს ის 23 ნოემბერს გაეცნობა. ამის შესახებ მან Report.ge-ს განუცხადა.

მისი თქმით, ამ დოკუმენტების გაცნობის შემდეგ ხელმეორედ გადამოწმდება დეტალები. 

"გრიფით "საიდუმლო" დოკუმენტების გაცნობის თაობაზე ჩვენ დავაყენეთ კატეგორიული შუამდგომლობა და მივიღეთ თანხმობა. 23 ნოემბერს უნდა დავიწყოთ საქმის მასალების გაცნობა. ყველაფერს გადავხედავთ და ხელმეორედ მოგვიწევს რაღაცეების გადამოწმება," - განუცხადა Report.ge-ს რამიშვილმა.

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების შესახებ საქმის გრიფით "საიდუმლო" მასალა გამოჩნდა.

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

ცნობისთვის, 18 სექტემბერს, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე, განაცხადეს, რომ გვამის გამოკვლევისა და საქმის მასალების შეჯამების შედეგად სიკვდილის მიზეზი, მედიკამენტოზური ინტოქსიკაციაა.

ოჯახს, გამოძიების ვერსიის არ სჯერა. თეონა თამაზაშვილი აცხადებს, რომ მისი შვილი მოკლულია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system