თავში

გული სტკივა ამ ბავშვის გამო - შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულის დედა

გული სტკივა ამ ბავშვის გამო - შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულის დედა
გული სტკივა ამ ბავშვის გამო - შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულის დედა

მჯერა, ჩემი შვილი არ არის დამნაშავე და მოსამართლე გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს - ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არჩილ გაგნიძის დედამ, ლია გელაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, არჩილს ეს ამბავი არასდროს დაავიწყდება, რადგან ვერ შეძლო გიორგი შაქარაშვილის დახმარება.

"მე ვფიქრობ, რომ მოსამართლე ბიძინა სტურუა არ გამოიტანს არასწორ გადაწყვეტილებას. ვიცი, რომ ეს ადამიანი ხედავს სიმართლეს და მჯერა, რომ გამოიტანს გამამართლებელ განაჩენს. თუ გამამტყუნებელი განაჩენი იქნება, ჩვენ წავალთ სამართლებრივად და ყველაფერს გავაკეთებთ, რაც საჭიროა.

არჩილმა ბოლო სიტყვის წარმოთქმის დროს, ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ის არ არის სპეცრაზმელი, რომ წინასწარ დაეგეგმა და ჩაედინა ეს დანაშაული. საფუძველზეც ისაუბრა და თქვა, რომ მას არაფერი არ ჰქონდა ამის საფუძვლად. მე მჯერა, ჩემი შვილი არ არის დამნაშავე და ჩვენ ამას სამართლებრივად დავამტკიცებთ. მჯერა, რომ მოსამართლე გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს.

არჩილი არ არის ის პიროვნება, რომ ეს ამბავი დაივიწყოს. მას ეს მუდამ გულში ექნება იმიტომ, რომ ნამდვილად არ ჩაუდენია დანაშაული და ნამდვილად გული სტკივა ამ ბავშვის გამო და ცხოვრებაში მას ეს ძალიან დიდ ხინჯად ექნება, რომ ის აღმოჩნდა იქ და ვერ დაეხმარა გიორგის",- განაცხადა არჩილ გაგნიძის დედამ ლია გელაშვილმა.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმე დასკვნით ეტაპზეა. მცხეთის რაიონულ სასამართლოში განაჩენი შესაძლოა, დღეს გამოცხადდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system