თავში

გურჯაანის მუნიციპალიტეტში მამაკაცი დაჭრეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტში მამაკაცი დაჭრეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტში მამაკაცი დაჭრეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში 60 წლამდე მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. არსებული ინფორმაციით დაჭრას წინ სიტყვიერი შელაპარაკება უძღოდა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

შსს-ს ინფორმაციით, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, 1 პირი - 1959 წელს დაბადებული ნ.ხ. დაკავებულია. 

გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკაში დაჭრილ მამაკაცს  ქირურგიული ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. ინფორმაციით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

"დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, თანასოფლელს - 1968 წელს დაბადებულ ი.ი.-ს ცივი იარაღით მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა.

პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე, სოფელ კარდენახში დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system