თავში

ჰესის მოწინააღმდეგეები სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს

ჰესის მოწინააღმდეგეები სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს
ჰესის მოწინააღმდეგეები სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში რიონის ხეობის მცველების სასამართლო პროცესი გადაიდო, რვავე დაკავებული კი დარბაზიდან გაათავისუფლეს.

შუამდგომლობა გადადების შესახებ ადვოკატებმა დააყენეს. მათ დამატებითი დრო მოითხოვეს საქმის მასალების გასაცნობად და მტკიცებულებების მოსაპოვებლად.

მოსამართლემ სხდომა 4 ივნისამდე გადადო.

თავად ბრალდებულები თავს დამნაშავედ არ სცნობენ. 

ბრალდების მხარე ჰესის მოწინააღმდეგეებს გუმათჰესთან უსაფრთხოების მიზნით აღმართული რკინის ჯებირის დაზიანებას ედავება. 

რვა აქტივისტს ბრალი პოლიციელების დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის აქვს წარდგენილი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system