თავში

20 ივნისის საქმეზე დაკავებულები საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლდნენ

20 ივნისის საქმეზე დაკავებულები საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლდნენ
20 ივნისის საქმეზე დაკავებულები საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლდნენ

20 ივნისის საქმეზე დაკავებული სამი პირი საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლდა. კახაბერ კუპრეიშვილი, ცოტნე სოსელია და ზურაბ ბუდაღაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. დღევანდელ პროცესზე მათ ბრალი აღიარეს.

ისინი 2000-ლარიანი ჯარიმით და სამწლიანი პირობითი სასჯელით სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდნენ.

რაც შეეხება კიდევ ერთ დაკავებულ ბესიკ თამლიანს, ის მის მიმართ წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს და სასამართლო მის საქმეს ცალკე განიხილავს. 

ცნობისთვის, ზურაბ ბუდაღაშვილი, ბესიკ თამლიანი, ცოტნე სოსელია და კახაბერ კუპრეიშვილი 20 ივნისის საქმეზე დააკავეს. მათ ბრალი ედებათ ჯგუფურ მოქმედებში მონაწილეობაში, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა. აღნიშნული ბრალი 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system