თავში

,,სამი გველეშაპი გაერთიანდა, რომ მოეშორებინათ ერთი კაფანდარა გოგო..."

,,სამი გველეშაპი გაერთიანდა, რომ მოეშორებინათ ერთი კაფანდარა გოგო..."
,,სამი გველეშაპი გაერთიანდა, რომ მოეშორებინათ ერთი კაფანდარა გოგო...

,,მინდა, რომ თამუნა გახდეს საქართველოში სამართლიანობის სიმბოლო და ამისთვის უკან არ დავიხევ", - ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის დედამ განაცხადა. 

თეონა თამაზაშვილი იმ პირების დასახელებას ითხოვს, რომელთა საიდუმლო მასალებიც, სავარაუდოდ, თამარ ბაჩალიაშვილმა მოიპოვა.

,,მე მქონდა ეჭვი, რომ ვიღაცის ფაილებში შეაღწია ამ ბავშვმა, ვერ წარმომედგინა რომ სამი იქნებოდა. სამი ამხელა გველეშაპი გაერთიანდა, რომ მოეშორებინათ ერთი კაფანდარა გოგო მოტყუებით. გაიტყუეს და ისე მოიშორეს. შეეძლოთ დაეშინებინათ და ეცოცხლა ჩემ შვილს. მინდა, რომ თამუნა გახდეს საქართველოში სამართლიანობის სიმბოლო და ამისთვის უკან არ დავიხევ არც ერთი წუთით, გავაკეთებ ყველაფერს", - აცხადებს თეონა თამაზაშვილი. 

ბაჩალიაშვილის დედა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრასაც ითხოვს.

ცნობისთვის, გუშინ ,,შაბათის ფორმულამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ახალგაზრდა პროგრამისტმა, ერთ-ერთ პროგრამაზე მუშაობისას, გახსნა საიდუმლო ფაილები, რომელიც 3 ქართველი მაღალჩინოსნის შესახებ მაკომპრომატირებელ ინფორმაციას შეიცავს.

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

ოჯახის მოთხოვნით, საქმის გამოძიებას თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system