თავში

20 ივნისის საქმეზე ოთხი პირის სასამართლო პროცესი გაიმართება

20 ივნისის საქმეზე ოთხი პირის სასამართლო პროცესი გაიმართება
20 ივნისის საქმეზე ოთხი პირის სასამართლო პროცესი გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული ბესიკ თამლიანის, ზურაბ ბუდაღაშვილისა და მათთან ერთად დაკავებული კიდევ ორი პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.

სასამართლო სხდომა 10:15 საათზეა ჩანიშნული. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის რამდენიმე მოწმე დაიკითხება.

"დღევანდელ პროცესზე მოხდება ის, რაც აქამდე ხდებოდა. ჩვენ მათივე მოწმეებით შევძლებთ დავამტკიცოთ, რომ თამლიანი, ბუდაღაშვილი და სხვებიც არ არიან დამნაშავეები და მათ წინააღმდეგ არ აქვთ რაიმე მტკიცებულება", - განაცხადა ადვოკატმა ვახტანგ იაშვილმა.

შეგახსენებთ, 20 ივნისის საქმეზე ზურაბ ბუდაღაშვილი, ბესიკ თამლიანი, ცოტნე სოსელია და კახაბერ კუპრეიშვილი არიან დაკავებული. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული. დაკავებულებს ბრალი ედებათ ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობაში, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგეობა და მათზე თავდასხმა. აღნიშნული ბრალი 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system