თავში

,,იაკობს დასამალი არაფერი აქვს" - შაქარაშვილის საქმეზე დღეს ფოტოგრაფი დაიკითხება

,,იაკობს დასამალი არაფერი აქვს" - შაქარაშვილის საქმეზე დღეს ფოტოგრაფი დაიკითხება
,,იაკობს დასამალი არაფერი აქვს - შაქარაშვილის საქმეზე დღეს ფოტოგრაფი დაიკითხება

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმის ოქროს მოწმე, იაკობ ბრეგვაძე დაიკითხება. ფოტოგრაფი პროცესზე ადვოკატ ირმა ჭკადუასთან ერთად მივიდა.

სასამართლოში შესვლამდე მედიასთან კომენტარი ადვოკატმა გააკეთა და განაცხადა, რომ ბრეგვაძე მზადაა, ყველა შეკითხვას პასუხი გასცეს.

„იაკობს დასამალი არაფერი აქვს. მას კონკრეტული პირების იდენტიფიცირება ნამდვილად არ შეუძლია, მან იცის უბრალოდ, ოდენობა ადამიანების. 

არ ვიცი, რა კითხვები იქნება, თუმცა მზად არის, ყველა კითხვას უპასუხოს, რაც ექნება ბრალდებას და დაცვას.“, – განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა.

28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა.

10 ივლისს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.ამასთან, ექსპერტიზის დასკვნით გაირკვა, რომ მას გარდაცვალებამდე მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს.

გენპროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 11 ბრალდებულის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო. გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ხუთ დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ დაიწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system