თავში

"იქ მესამე პირიც იყო" - რას ჰყვება გოგი წულაიას ადვოკატი

"იქ მესამე პირიც იყო" - რას ჰყვება გოგი წულაიას ადვოკატი
იქ მესამე პირიც იყო - რას ჰყვება გოგი წულაიას ადვოკატი

გოგი წულაიას, რომელსაც ქალზე ძალადობას ედავებიან, ბრალს სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ. 

უკვე აღებულია სისხლის, თმის, ფრჩხილის ნიმუშები და ტანსაცმელი. მასალა ექსპერტიზაზე დღეს გადაიგზავნება.

გოგი წულაიას ადვოკატის განცხადებით, საქმეში ჩართული იყო მესამე პირიც. ვალერი გელბახიანი დარწმუნებულია, რომ ვიდეოკამერების ჩანაწერების ამოღებით, წულაიას უდანაშაულობა დამტკიცდება. 

"მოწმეებიც, ვიდეოკამერაც ექსპერტის დასკვნაც, ყველაფრის მოპოვება შესაძლებელია. რაღაც ნივთები შეიძინეს, ამოვიღებთ ამ კადრებს ყველაფერს, სად შეიძინეს, ვისთან ერთად შეიძინეს. რაც არ უნდა უარყოს მეორე მხარემ, იქ მესამე პირიც იყო. თვითონ წულაიას არ დაულევია, ერთი წვეთიც არ დაულევია, იმ ქალბატონმა დალია და ამის მტკიცებულებასაც წარმოვადგენთ",- თქვა ვალერი გელბახიანმა.

 გოგი წულაია, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნაქირავებ ბინაში, ქალზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში წულაიას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

აღნიშნულ საქმეში დაზარალებული ახალგაზრდა ქალია, რომელიც წულაიას სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system