თავში

ილია ჯიშჯარიანის სასამართლო პროცესი გადაიდო

ილია ჯიშჯარიანის სასამართლო პროცესი გადაიდო
ილია ჯიშჯარიანის სასამართლო პროცესი გადაიდო

თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის საქმეზე დღეს საქალაქო სასამართლოში პროცესი გაიმართა. 

წინასასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა დასაშვებობაზე იმსჯელეს. დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებიდან პროკურატურამ 21-ის დაუშვებლად ცნობა ითხოვა. დაცვის მხარემ მტკიცებულებების მოპოვებასთან დაკავშირებით პასუხის დასაფიქსირებლად დრო ითხოვა, რის გამოც სხდომა 11 დეკემბრისთვის გადაიდო.

პროკურორ თამარ იაკობიძის განმარტებით, ბრალდების მხარის მტკიცებულებების დაუშვებლობაზე დაცვის მხარეს შუამდგომლობები არ ჰქონია.

თამთა თოდაძის ადვოკატის, თამარ ლუკავას განცხადებით კი ბრალდების მხარემ ყველა ის მოწმე გამოკითხა, რომელსაც ისინი ითხოვდნენ.

თავად ბრალდებულმა ილია ჯიშკარიანმა მედიასთან მოკლე კომენტარი გააკეთა და წარდგენილ ბრალს სიცრუე უწოდა.

„თქვენ რომ რაღაც დაგაბრალონ, აღიარებთ? ამ ეტაპზე არ მინდა გავაკეთო კომენტარი. ცრუ ბრალდებაზე კომენტარებს არ ვაკეთებ”, – განაცხადა ილია ჯიშკარიანმა.

საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს 2019 წლის 30 სექტემბერს, მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ბრალდება წარედგინა. ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. ამას გარდა, მას აეკრძალა თანამშრომლებთან კომუნიკაცია, რომლებიც საქმეზე მოწმის სახით უნდა დაიკითხონ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system