თავში

იმედია, ეს უკანასკნელი შემთხვევა იქნება - ხმალაძე

იმედია, ეს უკანასკნელი შემთხვევა იქნება - ხმალაძე
იმედია, ეს უკანასკნელი შემთხვევა იქნება - ხმალაძე

ეს არაა პირველი შემთხვევა და იმედია, უკანასკნელი იქნება, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, რითაც მერიის თანამშრომლის ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებას გამოეხმაურა. 

მან მოუწოდა მერიის თანამშრომლებს, რომ მსგავსი ქმედებებისგან თავი შეიკავონ და კანონი დაიცვან. 

"ამის მიუხედავად, ჩვენ კანონის სადარაჯოზე ვართ. მინდა, მთელი ჩვენი სისტემის თანამშრომლებს მოვუწოდო თავის შეკავებისკენ, თუ ვინმეს ასეთი განზრახვა აქვს",- განაცხადა ხმალაძემ.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, მუნიციპალური ინსპექციის ისანი-სამგორის რაიონული განყოფილების უფროსი სპეციალისტი დააკავეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system