თავში

იმედია, დასკვნა იქნება ობიექტური, რაც არ უნდა მწარე იყოს - ლომჯარია მედდის საქმეზე

იმედია, დასკვნა იქნება ობიექტური, რაც არ უნდა მწარე იყოს - ლომჯარია მედდის საქმეზე
იმედია, დასკვნა იქნება ობიექტური, რაც არ უნდა მწარე იყოს - ლომჯარია მედდის საქმეზე

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია იმედს გამოთქვამს, რომ 27 წლის ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა ობიექტური იქნება. 

ლომჯარია ამბობს, რომ აუცილებელია, დადგინდეს, რა ხარვეზები აქვს სისტემას იმისთვის, რომ ის გაუმჯობესდეს.

"მაქვს ინფორმაცია, რომ ტარდება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ ექსპერტიზა გარდაცვალების მიზეზების თაობაზე, ასევე, რეგულირების სააგენტო სწავლობს, რამდენად იყო აღმოჩენილი დროული და გადაუდებელი პირველადი სამედიცინო დახმარება. ალბათ, ამ ყველაფრის შესახებ დასკვნის წარმოდგენის შემდეგ გვექნება ინფორმაცია, რეალურად, რა მოხდა.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს დროული, უტყუარი და ობიექტური დასკვნები წარმოდგენილი, ეს გადაარჩენს ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლეს მომავალში. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა მოხდა რეალურად, თუ ხარვეზები იყო პირველადი დახმარების გაწევის პროცესში, ესეც უნდა ვიცოდეთ, რომ შემდგომში სამედიცინო პერსონალი იყოს მზად მსგავსი შემთხვევებისთვის და დავაზღვიოთ მსგავსი რისკები. დიდი იმედი მაქვს, რომ დასკვნა იქნება ობიექტური, რაც არ უნდა მწარე იყოს ის რეალობა, რაც შეიძლება ამ დასკვნამ დაგვანახოს. აუცილებელია, რომ ვნახოთ, რა ხარვეზები აქვს სისტემას იმისთვის, რომ ის გავაუმჯობესოთ", - თქვა ლომჯარიამ.

დღეს მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმის ექსპერტიზასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ. უწყებაში აცხადებენ, რომ სხვადასხვა სახის კვლევები ამ დრომდე მიმდინარეობს, რომელიც არ დასრულებულა, შესაბამისად შემაჯამებელი დოკუმენტი დასკვნის სახით ჯერ მზად არ არის.

ასევეგანცხადება გაავრცელა სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო. უწყების ცნობით, მეგი ბაქრაძის საქმის ირგვლივ ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, ინტენსიურად გრძელდება მედპერსონალის გამოკითხვასა და სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლა.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ გასულ კვირას განაცხადა, რომ 27 წლის ექთნის გარდაცვალების საქმეზე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსა და რეგულირების სააგენტოს ერთობლივი დასკვნა ორშაბათს, 29 მარტს გამოქვეყნდებოდა.

18 მარტს, ახალციხეში, კლინიკა ,"იმედში", ახალგაზრდა ექთანი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, ,"ასტრაზენეკას" გაკეთების შემდეგ კომაში ჩავარდა.

მედდას, ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.

27 წლის მეგი ბაქრაძე, ახალციხიდან კატასტროფის ბრიგადამ თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა.

ახალგაზრდა ექთანი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.

გარდაცვალების ფაქტზე, გამოძიება მიმდინარეობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system