თავში

ინსპექტორის წარმომადგენელმა სააკაშვილი გამოკითხა

ინსპექტორის წარმომადგენელმა სააკაშვილი გამოკითხა
ინსპექტორის წარმომადგენელმა სააკაშვილი გამოკითხა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელმა სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილი გამოკითხა. 

ვასილ კაკაშვილის ინფორმაციიით, მესამე პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოიკითხა. მისივე თქმით, სააკაშვილისგან დეტალური ინფორმაცია მიიღო.

"დავუსვით ყველა კითხვა, რაც შეეხებოდა გორის ჰოსპიტალში განვითარებულ მოვლენებს. კიდევ მოხდება სხვადასხვა პირის გამოკითხვაც, რომლებსაც ექნებათ საქმესთან დაკავშირებით რელევანტური ინფორმაცია. შესაძლოა, კიდევ გამოიკითხოს მიხეილ სააკაშვილი, თუ ამის საჭიროებას დავინახავთ. მიმდინარე საქმეზე გამოკითხული არიან არა მხოლოდ ექიმები, არამედ 150-მდე პირი, როგორც პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები, ასევე ექიმები და სხვა საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები", – განაცხადა ვასილ კაკაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system