თავში

ინტერპოლით ძებნილი დავით ჭაკუა გერმანიამ საქართველოს გადმოსცა

ინტერპოლით ძებნილი დავით ჭაკუა გერმანიამ საქართველოს გადმოსცა
ინტერპოლით ძებნილი დავით ჭაკუა გერმანიამ საქართველოს გადმოსცა

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დავით ჭაკუა გერმანიამ ქართულ მართლმსაჯულებას გადმოსცა. ამის შესახებ ინფორმაცია report.ge-ს გენერალურ პროკურატურაში დაუდასტურეს.

უწყებაშიში ამ ეტაპზე დეტალებზე არ საუბრობენ და აცხადებენ, რომ საკითხზე ოფიციალური ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება.

ყოფილი მაღალჩინოსნის ექსტრადირება ბერლინიდან თბილისში, სავარაუდოდ, დღეს განხორციელდება. 

დავით ჭაკუა არა ერთ მძიმე დანაშაულშია ბრალდებული და ის, ინტერპოლის წითელი ცირკულარით 2013 წლის 23 მარტიდან იძებნებოდა.

ჭაკუას ბაჩო ახალაიასთან და მეგის ქარდავასთან ერთად ბრალი ედება 2006 წლის 27 მარტს, თბილისში ციხის ბუნტის პროვოცირებაში, რასაც შვიდი პატიმრის სიცოცხლე შეეწირა. ის ასევე ბრალდებულია იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილთან ერთად, პატიმრების წამების საქმეზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system