თავში

ირაკლი ღარიბაშვილი "დავით გარეჯის" საქმეზე პროკურატურაში გამოკითხეს

ირაკლი ღარიბაშვილი "დავით გარეჯის" საქმეზე პროკურატურაში გამოკითხეს
ირაკლი ღარიბაშვილი დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურაში გამოკითხეს

პროკურატურაში ე.წ დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა.  ინფორმაცია Report.ge-ს საქართველოს გენერალური პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაუდასტურეს. 

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც წლების მანძილზე საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტების მიერ, სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებისას მუდმივად ხდებოდა რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირება და მათთვის გვერდის ავლით საქართველოს საზიანო გადაწყვეტილებების მიღება.

ამავე ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მოქალაქემ, სხვა ქვეყანებში მოიძია და თავდაცვის სამინისტროს გადასცა მნიშვნელოვანი საარქივო მასალა, მათ შორის ტოპოგრაფიული რუკები, რომლებიც წარმოდგენილი იქნა გამოძიების წინაშე. სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით მოხდა თავდაცვის მინისტრის გამოკითხვა", - განაცხადეს პროკურატურაში.

7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system