თავში

ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ჩანაწერები "მოდელირებული და გაყალბებულია" - პროკურატურა

ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ჩანაწერები "მოდელირებული და გაყალბებულია" - პროკურატურა
ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ჩანაწერები მოდელირებული და გაყალბებულია - პროკურატურა

"გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში 2021 წლის 6 მარტს "ნოდარ მელაძის შაბათის" რეპორტაჟში გამოყენებული აუდიო ჩანაწერები მოდელირებული და გაყალბებულია", - აღნიშნულთან დაკავშირებით, უწყებაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, აუდიო ჩანაწერებს მრავლობითად აღენიშნება რედაქტირების კვალი.

"აბსოლუტურად ყველა მათგანი დამზადებულია მონტაჟის შედეგად და შერჩევითი ფიქსაციის გზით მიღებულია შეცვლილი, დაინტერესებულ პირთათვის სასურველი შინაარსის მქონე აუდიო ჩანაწერები. აღნიშნულის გათვალისწინებით, ბუნებრივია, რომ მონტაჟის გზით შექმნილ და ფალსიფიცირებულ აუდიო ჩანაწერებს არანაირი მტკიცებულებითი ძალა არ გააჩნია.

საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტზე დანაშაულის ჩამდენ პირთა მხილების და გამოვლენის მიზნით.

აქვე გვსურს, ხაზგასმით განვაცხადოთ, რათა ავირიდოთ შემდგომი სპეკულაციები, რასაც წარსულში არაერთხელ ჰქონდა ადგილი, - კერძო საუბრის კომუნიკაციის ჩანაწერის, უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტზე გამოძიება არ მიმდინარეობს ჟურნალისტების ან მედია საშუალების მხრიდან საჯარო სივრცეში აღნიშნული ტიპის ჩანაწერის გავრცელებაზე პასუხისმგებლობის მიმართულებით.

გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით ეცნობება", - განაცხადა პროკურორმა. 

თემაზე ვრცლად, იხილეთ პროკურატურის განცხადება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system