თავში

ირაკლი მუკბანიანს პოლიციელზე თავდასხმისთვის ბრალი წარუდგინეს

ირაკლი მუკბანიანს პოლიციელზე თავდასხმისთვის ბრალი წარუდგინეს
ირაკლი მუკბანიანს პოლიციელზე თავდასხმისთვის ბრალი წარუდგინეს

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საყულიაში, პირველ ივნისს დაკავებულ ირაკლი მუკბანიანს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. 

მუკბანიანს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ან/და საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს.

დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, ირაკლი მუკბანიანის დაკავებასთან დაკავშირებით გუშინ განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

უწყების ცნობით, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

ადგილობრივების თქმით კი, რიონის მცველის დაკავებისას პოლიციამ ცეცხლი გახსნა - "დაჭრილებიც არიან".

მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საყულიაში მომხდარს კიდევ ერთი განცხადებით გამოეხმაურა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system