თავში

ირაკლი ოქრუაშვილი მოსამართლეს: პატიმრობამდე წნევა 150 მქონდა, ახლა მაქვს - 110

ირაკლი ოქრუაშვილი მოსამართლეს: პატიმრობამდე წნევა 150 მქონდა, ახლა მაქვს - 110
ირაკლი ოქრუაშვილი მოსამართლეს: პატიმრობამდე წნევა 150 მქონდა, ახლა მაქვს - 110

ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლოს მოუწოდებს, ნუ დაკარგავს დროს და რესურსს არამნიშვნელოვანი მოწმეების დაკითხვაზე, რადგან ის სხვა საქმეზეც არის ბრალდებული და იმ სხდომას უნდა დაესწროს. ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დღევანდელ პროცესზე განაცხადა. ამ წუთებში, მოსამართლე 20 ივნისის საქმეს განიხილავს, რომელზეც სახელმწიფო ბრალდებას 400-მდე მოწმე ჰყავს დასაკითხი. სწორედ ისინი მოიხსენია ირაკლი ოქრუაშვილმა არამნიშვნელოვან მოწმეებად. მისივე თქმით, ის სახელმწიფოს ხარჯზე ცხოვრობს 5 თვეა და რომ არამნიშვნელოვანი მოწმეების დაკითხვით, სახელმწიფოს რესურსი იხარჯება.

"სახელმწიფოს ხარჯზე ვცხოვრობ, არც დენის და არც წყლის ქვითარი არ მომდის. იფიქრეთ იმაზე, რომ სახელმწიფოს და თქვენი რესურსი იხარჯება, თორემ პატიმრობამდე წნევა 150 მქონდა, ახლა მაქვს - 110," - განაცხადა ოქრუაშვილმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system