თავში

ირაკლი ოქრუაშვილის მეუღლე: ჩემი ქმარი პოლიტპატიმარია

ირაკლი ოქრუაშვილის მეუღლე: ჩემი ქმარი პოლიტპატიმარია
ირაკლი ოქრუაშვილის მეუღლე: ჩემი ქმარი პოლიტპატიმარია

ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტპატიმარია, ეს მე მგონი, ყველასთვის აშკარაა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სასამართლო პროცესის დაწყებამდე თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის მეუღლემ, ირინა გორდელაძემ განუცხადა.

ირინა გორდელაძე წინა სასამართლო პროცესებს ფარსს უწოდებს და იმედს გამოთქვამს, რომ ამჯერად „სამართლიანი მოსამართლე შეხვდებათ“.

„აქამდე რა პროცესებსაც დავესწარი, ეს იყო ფაქტობრივად ფარსი. ეტყობოდა, რომ გადაწყვეტილება წინასწარ იყო მიღებული და მხოლოდ ამის გაჟღერება ხდებოდა. არ ჩანდა, რომ მტკიცებულებების გათვალისწინება ხდებოდა. იმედი მაქვს, ეს შეიცვლება და უფრო სამართლიანი მოსამართლე შეგხვდება", - განაცხადა გორდელაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. 

ირაკლი ოქრუაშვილი 20-21 ივნისს მოვლენებთან დაკავშირებით არის დაკავებული. გამოძიება „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც მასობრივი ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მონაწილეობას გულისხმობს.

ოქრუაშვილის ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს, თუმცა სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო საჩივარი, მისთვის აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობის თაობაზე.

ირაკლი ოქრუაშვილი ე.წ. მატროსოვის ციხეშია მოთავსებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system