თავში

ირაკლი ოქრუაშვილს 5 წლით პატიმრობა მიესაჯა

ირაკლი ოქრუაშვილს 5 წლით პატიმრობა მიესაჯა
ირაკლი ოქრუაშვილს 5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერს, ირაკლი ოქრუაშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გამოძიება ირაკლი ოქრუაშვილს 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც მასობრივი ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მონაწილეობას გულისხმობს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის ნაწილში გამართლდა, თუმცა, ის ჯგუფური ძალადობის მონაწილეობაში დამნაშავედ ცნეს.

ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილს კიდევ ერთ საქმეზე აქვს ბრალი წარდგენილი. 

გამოძიება მას 2004 წლის 24 ნოემბერს, ბუტა რობაქიძის და მასთან ერთად ავტომანქანაში მყოფი პირების მიმართ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. მაშინ ირაკლი ოქრუაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე იმყოფებოდა. 

ირაკლი ოქრუაშვილთან ბრალი წარდგენილი აქვს ყოფილ გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system