თავში

ირაკლი შოთაძე, შესაძლოა, ისევ გენერალური პროკურორი გახდეს

ირაკლი შოთაძე, შესაძლოა, ისევ გენერალური პროკურორი გახდეს
ირაკლი შოთაძე, შესაძლოა, ისევ გენერალური პროკურორი გახდეს

საპროკურორო საბჭოს საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე კიდევ ორი კანდიდატი - ირაკლი შოთაძე და დავით კოდანაშვილი წარედგინა. ამის შესახებ report.ge-ს გენერალური პროკურატურიდან აცნობეს.

იურისტ ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა ,,საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა“ წარუდგინა. 

რაც შეეხება იურისტ დავით კოდანაშვილს, საპროკურორო საბჭოს საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატად დარეგისტრირების განაცხადით მან პირადად მიმართა.

უწყების ცნობით, დღეისთვის საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე საპროკურორო საბჭოსთვის 9 კანდიდატია წარდგენილი.

კონსულტაციები და კანდიდატების წარდგენა 2020 წლის 17 იანვრის ჩათვლით გრძელდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system