თავში

,,ირინა ენუქიძე მოგონილი იქნება" - ბაჩალიაშვილის დედა პრემიერთან შეხვედრას ითხოვს

,,ირინა ენუქიძე მოგონილი იქნება" - ბაჩალიაშვილის დედა პრემიერთან შეხვედრას ითხოვს
,,ირინა ენუქიძე მოგონილი იქნება - ბაჩალიაშვილის დედა პრემიერთან შეხვედრას ითხოვს

თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები და ადვოკატი, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრას ითხოვენ. მანამდე კი თეონა თამაზაშვილი, ადვოკატ მიხეილ რამიშვილთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროში მივა.

როგორც ბაჩალიაშვილის დედა აცხადებს, უწყებამ მის დასმულ კითხვებს პასუხი დაუყოვნებლივ უნდა გასცეს.

„დარბიან ვირთხებივით, რომ შეკერონ საქმე. ამას არ დავუშვებ, ირინა ენუქიძე მოგონილი იქნება. დამისახელონ ის სამი ადამიანი ვის ფაილებშიც შეაღწია ჩემმა შვილმა და ვინც ჯგუფურად მოკლა ის, თორემ დაძრულია მთელი საქართველო. სჯობს გონს მოეგონ. მოვითხოვ გახარიასთან შეხვედრას, პირადად მინდა ვესაუბრო,"- განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ ,,შაბათის ფორმულამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ახალგაზრდა პროგრამისტმა, ერთ-ერთ პროგრამაზე მუშაობისას, გახსნა საიდუმლო ფაილები, რომელიც 3 ქართველი მაღალჩინოსნის შესახებ მაკომპრომატირებელ ინფორმაციას შეიცავს.

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

ოჯახის მოთხოვნით, საქმის გამოძიებას თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system