თავში

პროკურორი: ბრალდების მხარე ალექსანდრე სუბელიანის ჩვენებას დასკვნით სიტყვაში შეაფასებს

პროკურორი: ბრალდების მხარე ალექსანდრე სუბელიანის ჩვენებას დასკვნით სიტყვაში შეაფასებს
პროკურორი: ბრალდების მხარე ალექსანდრე სუბელიანის ჩვენებას დასკვნით სიტყვაში შეაფასებს

პროკურორ ბესიკ ქვარცხავას განცხადებით, მოწმის სახით დაკითხული ალექსანდრე სუბელიანის ჩვენებას ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვაში შეაფასებს.

„რამდენად მნიშვნელოვანია ამ მოწმის ჩვენება ბრალდებულის მიმართ წარდგენილ ბრალდების შინაარსთან მიმართებაში, მას შემდგომ, რაც ჩვენ დავასრულებთ მტკიცებულებების გამოკვლევას, რაც გამოკვლეული იქნება აბსოლუტურად ყველა მტკიცებულება, ბრალდების მხარე სახელმწიფო ბრალდების დასკვნით სიტყვაში მოახდენს თითოეული მოწმის ჩვენების შეფასებას, შემხებლობას და მის მნიშვნელობას ბრალდებასთან მიმართებაში“, - ამის შესახებ პროკურორმა ბესიკ ქვარცხავამ განაცხადა.

მისი თქმით, არასრულწლოვანმა მოწმემ ისაუბრა მისთვის ცნობილ გარკვეულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც ალექსანდრე სუბელიანს თავის დროზე ასევე დაფიქსირებული ჰქონდა გამოძიების ეტაპზე გამოკითხვის პროცესში.

„რა თქმა უნდა მოწმეების მხრიდან გაჟღერებული ნებისმიერი ინფორმაცია საქმისთვის არის მნიშვნელოვანი, მისი შეფასება არის საბოლოო ჯამში სასამართლოს პრეროგატივა. მხოლოდ ერთი მტკიცებულებით ან მხოლოდ ერთი ჩვენებით არ მოხდება საქმეზე გადაწყვეტილების მიღება. ჩვენებები, მათ შორის ექსპერტების ჩვენებები, გარდა ამისა, წერილობითი მტკიცებულებები, ნივთიერი მტკიცებულებები საერთო ჯამში უნდა შეფასდეს. არ უნდა შეფასდეს მხოლოდ ერთი მტკიცებულება“, -განაცხადა პროკურორმა. 

ბესიკ ქვარცხავამ აღნიშნა, რომ მიხეილ კალანდიას საქმეზე წარმოდგენილია დაახლოებით 150-მდე პირის ჩვენება, ასევე ათეულობით წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულება.

ცნობისთვის, ალექსანდრე სუბელიანი სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხა. ალექსანდრე სუბელიანი ბრალდებულ მიხეილ კალანდიას დეიდაშვილია. მიუხედავად იმისა, რომ ის არასრულწლოვანია და სხდომა დახურულ რეჟიმში უნდა წარმართულიყო, მან სხდომის გახსნა თავად მოითხოვა. 

შეგახსენებთ, თბილისში, ხორავას ქუჩაზე, მოზარდებს შორის სისხლიანი გარჩევა 2017 წლის 1-ელ დეკემბერს მოხდა. ახალგაზრდებს შორის მოხდარი დაპირისპირების შედეგად ორი არასრწულოვანი - დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი მოკლეს. მიხეილ კალანდიას დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობას ედავებიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system