თავში

"ისეთი დებილი არ ვარ, რომ ვიღაცას 16 მილიონი მივცე და არ დამიბრუნოს" - ავთანდილ წერეთელი

"ისეთი დებილი არ ვარ, რომ ვიღაცას 16 მილიონი მივცე და არ დამიბრუნოს" - ავთანდილ წერეთელი
ისეთი დებილი არ ვარ, რომ ვიღაცას 16 მილიონი მივცე და არ დამიბრუნოს - ავთანდილ წერეთელი

არც ვაღიარებ და არც ვინანიებ, იმიტომ, რომ რაც არ ჩამიდენია, რა უნდა ვაღიარო - ასე უპასუხა ბრალდებულმა ავთანდილ წერეთელმა პროკურორის კითხვას, აღიარებს და ინანიებს თუ არა ის ჯაფარიძე-ხაზარიძესთვის ფულის მიცემას.

წერეთელმა განაცხადა, რომ წარდგენილ ბრალს არ იზიარებს. 

"შეიძლება შეხედულება არ მიწყობს ხელს, მაგრამ ისეთი დებილი არ ვარ, რომ ვიღაცას 16 მილიონი მივცე და არ დამიბრუნოს, ან ხაზარაძე-ჯაფარიძეს რაში სჭირდებოდა ბანკის „გადაგდება“ ან მე რაში მჭირდებოდა.როდესაც მთხოვეს სესხი, ამას წინ უძღოდა წინა წლები - მათ ნასესხები ჰქონდათ დიდი თანხები და დაბრუნებულიც ჰქონდათ”, - განაცხადა ავთანდილ წერეთელმა.

ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე, მოწმის სახით, დღევანდელ პროცესზე ბადრი ჯაფარიძე დაიკითხა. ის ბრალდების კითხვებს თითქმის 5 საათის განმავლობაში პასუხობდა. 

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 2019 წელს წარუდგინეს. გამოძიება, რომელიც "ფულის გათეთრების" საქმითაა ცნობილი, ჯგუფურად 16 664 000 აშშ დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს, რასაც რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა მას ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system