თავში

ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების ფაქტზე დაკავებულები გაათავისუფლეს

ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების ფაქტზე დაკავებულები გაათავისუფლეს
ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების ფაქტზე დაკავებულები გაათავისუფლეს

ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების ფაქტზე დაკავებულები სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. 

გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

აკაკი ხუსკივაძესა და აკაკი კობალაძეს სასამართლომ 10 000-10 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დილიდან მიმდინარეობდა. 

შეგახსენებთ, სამართალდამცველებმა 1975 წელს დაბადებული ორი პირი - აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე ქრთამის მიცემის, მუქარისა და იძულების ბრალდებით, თბილისში 7 ნოემბერს დააკავეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system