თავში

იუსტიციის საბჭო მოქალაქეებს სთხოვს სასამართლო პროცესებს არ დაესწრონ 

იუსტიციის საბჭო მოქალაქეებს სთხოვს სასამართლო პროცესებს არ დაესწრონ 
იუსტიციის საბჭო მოქალაქეებს სთხოვს სასამართლო პროცესებს არ დაესწრონ 

იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოქალაქეებს თხოვნით მიმართავს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სასამართლო პროცესებზე დასწრებისგან თავი შეიკავონ.

"იუსტიციის უმაღლესი საბჭო საერთო სასამართლოების ვიზიტორებს, მოქალაქეებს მიმართავს თხოვნით, განსაკუთრებული და გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სასამართლო პროცესებზე დასწრებისგან თავი შეიკავონ - დაიცვან როგორც საკუთარი, ისე გარშემომყოფთა ჯანმრთელობა.

სასამართლო სისტემა კორონავირუსთან დაკავშირებით შესაბამისი უწყების მიერ გაცემულ რეკომენდაციებს სრულად ითვალისწინებს.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და სასამართლოებში სადეზინფექციო სამუშაო ჩატარდა და ეს პროცესი გრძელდება,"-ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო ავრცელებს. 

 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system