
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ექვსი კანდიდატი შეარჩია. ფარული კენჭისყრით საბჭოს წევრებმა მხარი შემდეგ კანდიდატებს დაუჭირეს: ილონა თოდუა - 10 ხმა; გენადი მაკარიძე - 10 ხმა; ნინო სანდოძე - 10 ხმა; პაატა სილაგაძე - 10 ხმა; გიორგი ტყავაძე - 11 ხმა; თეა ძიმისტარაშვილი - 10 ხმა.
კანდიდატების სია განსახილველად პარლამენტს წარედგინება.
კანდიდატები იმ 50- კაციანი სიიდან შეირჩნენ, საიდანაც 20 კანდიდატი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს განსახილველად ზაფხულში წარუდგინა. 20 კანდიდატიდან კი პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში 14 გაამწესა.
სწორედ დარჩენილი 32 - კაციანი სიიდან (რადგან ერათმა კანდიდატმა, ზურაბ აზნაურაშვილმა კანდიდატურა მოხსნა) საბჭომ დღეს პარლამენტისთვის წარსადგენი 6 კანდიდატი შეარჩია.