თავში

იუსტიციის საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის 9 ვაკანსია გამოაცხადა

იუსტიციის საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის 9 ვაკანსია გამოაცხადა
იუსტიციის საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის 9 ვაკანსია გამოაცხადა

იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცედურას იწყებს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ცხრა ვაკანსიაზე განცხადებები ელექტრონული ფორმით 2020 წლის 9 ოქტომბრიდან 29 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება. გამოცხადებულია 9 ვაკანსია. 

„როგორც თქვენთვის ცნობილია, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებები შევიდა, რომლითაც დარეგულირდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევი საკონკურსო პროცედურები, ასევე, გარკვეული ცვლილებები შეეხო გასაჩივრების და დასაბუთების პროცედურებს და ამავე საკანონმდებლო აქტით განისაზღვრა, რომ გაწვეულად ჩაითვალა ამ ეტაპზე პარლამენტისთვის წარდგენილი ყველა კანდიდატი. საერთო ჯამში, ასეთ ცხრა ვაკანსიაზე მიმდინარეობდა კონკურსი და კანდიდატები პარლამენტისთვის იყო წარდგენილი. ამ ვაკანსიებზე იუსტიციის უმაღლესი საბჭო იწყებს ახალ პროცედურას. ცხადდება ახალი კონკურსი, საბუთებს 21 დღის განმავლობაში მივიღებთ, როგორც ეს კანონით არის განსაზღვრული და შემდგომ უკვე გაგრძელდება საკონკურსო პროცედურები. მარტივად რომ ვთქვათ, თავიდან ვიწყებთ ყველაფერს“, - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცედურის დაწყების მიზეზი პარლამენტის მიერ „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები გახდა, რომლის თანახმადაც ახლებურად დარეგულირდა შერჩევის წესი. ახალი ცვლილებების თანახმად მიმდინარე საკონკურსო პროცედურების ფარგლებში პარლამენტისთვის წარდგენილი კანდიდატები გაწვეულებად ჩაითვალნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system