თავში

იუსტიციის საბჭოს ახალი თავმჯდომარის ვინაობა ცნობილია

​იუსტიციის საბჭოს ახალი თავმჯდომარის ვინაობა ცნობილია
იუსტიციის საბჭოს ახალი თავმჯდომარის ვინაობა ცნობილია

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე გიორგი მიქაუტაძე ნინო ქადაგიძემ ჩაანაცვლა. მას საბჭოს 14 წევრიდან უმრავლესობამ - 13-მა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგი კი მხოლოდ ერთი - არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი იყო, რომელიც სხდომას ონლაინ რეჟიმში ესწრებოდა. ქადაგიძის გარდა, საბჭოში სხვა კანდიდატურა დასახელებული არ ყოფილა.

საერთო სასამართლოების შესახებ, კანონში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, თავმჯდომარე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებული შემადგენლობიდან უნდა შეირჩეს.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას, ნინო გვენეტაძის გადადგომის შემდეგ, საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე ასრულებდა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ თანამდებობა 2018 წლის 2 აგვისტოს დატოვა და წასვლის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system