თავში

იუსტიციის უმაღლესი საბჭო სხდომას გამართავს

იუსტიციის უმაღლესი საბჭო სხდომას გამართავს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სხდომას გამართავს

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს სხდომა გაიმართება.  დღის წესრიგით გათვალისწინებულია 12 საკითხი მათშორის დაგეგმილია 2017 წელს თანამდებობაზე სამწლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშნულ მოსამართლეებთან გასაუბრება და მათი უვადოდ დასანიშნად, კენჭისყრის ჩატარება.

ასევე, დღევანდელ სხდომაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად, საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენ კანდიდატთა შერჩევის პროცედურაში მონაწილე პირების კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ იმსჯელებენ. ცნობილია, რომ უზენაეს სასამართლოში მოხვედრის სურვილი სულ 13-მა მოსამართლემ გამოთქვა. კანდიდატთა შერჩევის პროცედურა კი მარტში დაიწყო. დღეს გაირკვევა, ვინ დარეგისტრირდება კანდიდატად.

კანონის მიხედვით, უზენაეს სასამართლოში მოსახვედრად მოსამართლეებმა შეფასების რამდენიმე ეტაპი და გასაუბრება უნდა გაიარონ.

ამასთან, დღევანდელი საბჭოს სხდომის დღის წესრიგი რამდენიმე ტექნიკურ საკითხსაც ითვალისწინებს. სხდომა 14:00 საათზე დაიწყება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system