თავში

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად ნიკოლოზ მარსაგიშვილი აირჩიეს

​იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად ნიკოლოზ მარსაგიშვილი აირჩიეს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად ნიკოლოზ მარსაგიშვილი აირჩიეს

მოსამართლეთა კონფერენციაზე კენჭისყრის შედეგად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად ნიკოლოზ მარსაგიშვილი აირჩიეს.

კენჭისყრაში მონაწილეობას 251 მოსამართლე იღებდა. მარსაგიშგილმა 248 ხმა მიიღო. 

მარსაგიშვილის განცხადებით, დღეს საბჭოს წინაშე მდგარი მთავარი გამოწვევა მოსამართლეთა სიმცირე და საქმეების ჭარბი რაოდენობაა.

“მე გახლავართ იუსტიციის საბჭოს მოქმედი წევრი, ანუ საბჭოს მუშაობა ჩემთვის უცხო არ არის. მთავარი გამოწვევები ეს არის მოსამართლეთა სიმცირე, საქმეთა ჭარბი რაოდენობა და აქედან გამომდინარე დანიშნულია კონკურსები და მე ვფიქრობ, ამ კუთხით იმ საქმიანობას რა საქმიანობასაც საბჭო ახორციელებდა მეც ვეცდები, რომ წარმატებით გავაგრძელო ეს საქმიანობა”,- განაცხადა ნიკოლოზ მარსაგიშვილმა.

დღესვე, მოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად თეა ლეონიძე და ქეთევან ცინცაძე აირჩიეს.

ცნობისთვის, ნიკოლოზ მარსაგიშვილი საქალაქო სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარეა. კანონმდებლობის მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თანამდებობასთან სასამართლოს თავმჯდომარეობა შეუთავსებელია, ამიტომ მას აღნიშნული თანამდებობის დატოვება მოუწევს.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მდივნის ვაკანტური ადგილი მას შემდეგ გაჩნდა, რაც გიორგი მიქაუტაძემ თანამდებობა დატოვა.

ის უზენაესი სასამართლოს პლენუმმა სამოქალაქო საქმეთა პალატის თავჯდომარედ აირჩია. აღნიშნული თანამდებობა კი საბჭოს მდივნის თანამდებობასთან აღმოჩნდა შეუთავსებელი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system