თავში

ჯარისკაცებისთვის დამამცირებელი მოპყრობის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ

ჯარისკაცებისთვის დამამცირებელი მოპყრობი
ჯარისკაცებისთვის დამამცირებელი მოპყრობის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ

ჯარისკაცების მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით ერთ-ერთი დაკავებულის, შსს-ს თანამშრომლის დიმიტრი დევდარიანის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ. 

საქმე ეხება ე.წ. იაღლუჯას ბაზაზე მომხდარი სავარაუდო დანაშაულის რამდენიმე ეპიზოდს. შემდეგი სხდომა 8 ივლისს ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა, სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფი ჯარისკაცების მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 2 თანამშრომელი დააკავა.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების და გადამზადების სამმართველოს ცვლის უფროსებმა გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას, სხვა ჯარისკაცების თანდასწრებით, ვადიანი სამხედრო მოსამსახურეების მიმართ გამოიყენეს კანონით აკრძალული დასჯის მეთოდები, რომლითაც შელახეს მათი პირადი ღირსება, არსებითად დაარღვიეს მათი უფლებები, მიაყენეს მორალური და ფიზიკური ტკივილი და დააზიანეს სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system