თავში

ძალადობის ბრალდებით დაკავებულებს სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიება შეუფარდა

ძალადობის ბრალდებით დაკავებულებს სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიება შეუფარდა
ძალადობის ბრალდებით დაკავებულებს სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიება შეუფარდა

თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულებს სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიება შეუფარდა.

პატიმრობაში დარჩა ხუთივე დაკავებული, მათ შორის შორის ორი ცნობილი სპორტსმენი, ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონი, იური ლომაძე და მისი ძმა, ფეხბურთელი ლუკა ლომაძე.

ადვოკატი გირაოს ითხოვდა, თუმცა ბათუმის სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხუთი პირი დააკავა.

მათ ბრალი წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობაში ედებათ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system