თავში

ჯუმბერ ბაჩალიაშვილი: ყველაფერი ზღაპარია

ჯუმბერ ბაჩალიაშვილი: ყველაფერი ზღაპარია
ჯუმბერ ბაჩალიაშვილი: ყველაფერი ზღაპარია

თამარ ბაჩალიაშვილის მამა ჯუმბერ ბაჩალიაშვილი ექსპერტიზის დასკვნას არ ენდობა და ამბობს, რომ რაც დღეს პროკურატურამ წარადგინა, ყველაფერი ტყუილია.

"ტყუილია, თვითონ პროკურორების ხელი ურევია ამაში და იმიტომ აკეთებენ. იციან ვინც არის, იძიონ იქ ბაჭულაშვილთან, რომ მითხრა შენი გოგო ძალიან დიდ შარშია გახვეულიო, იქიდან დაიწყონ. თვალში ნაცარს აყრიან ხალხს, მაგრამ ასე არ გამოუვათ. ყველაფერი ტყუილია, ზღაპარია ყველაფერი," - აცხადებს ჯუმბერ ბაჩალიაშვილი.

ცნობისთვის, დღეს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა. როგორც უწყებაში განაცხადეს, 23 წლის პროგრამისტის სიკვდილის მიზეზია, მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია.

ამასთან, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა განაცხადა, რომ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიერ გავრცელებული ე.წ სატელიტების ფოტოები დამონტაჟებული და ყალბია, რაც მისივე თქმით, შესაბამისი ექსპერტიზით დადასტურდა.

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system