თავში

კახა კუკავას, ირაკლი კაკაბაძისა და ლაშა ჩხარტიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

კახა კუკავას, ირაკლი კაკაბაძისა და ლაშა ჩხარტიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
კახა კუკავას, ირაკლი კაკაბაძისა და ლაშა ჩხარტიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

პარტია “თავისუფალი საქართველოს” ინფორმაციით, კახა კუკავას, ირაკლი კაკაბაძის და ლაშა ჩხარტიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას „თავისუფალი საქართველო“ ავრცელებს.

„3 თებერვალს, თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე დანიშნული იყო მევახშის მიერ ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლება. აღსრულების ადგილას, მოვალისთვის სოლიდარობის გამოცხადების მიზნით, დილიდან შეიკრიბნენ ოჯახის გულშემატკივრები. მოლაპარაკებების პროცესში, მევახშის ადვოკატ გიორგი სუხიაშვილთან მომხდარი შელაპარაკების გამო, დამუქრების ბრალდებით, კახა კუკავას, ირაკლი კაკაბაძის და ლაშა ჩხარტიშვილის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. პოლიციის თანამშრომლებმა ბრალდებულები შემთხვევის ადგილას დაკითხეს. მათ მიმართ დაპატიმრების ღონისძიების გამოყენების საკითხი, საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, უახლოესი 48 საათის განმავლობაში გადაწყდება“, – აღნიშნულია „თავისუფალი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაკავებულების მიმართ გამოძიება 151-ე, მუქარის მუხლით დაიწყო, რაც ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.“

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system