თავში

კახეთში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილებს ბრალი წარუდგინეს

კახეთში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილებს ბრალი წარუდგინეს
კახეთში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილებს ბრალი წარუდგინეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მომხდარი მკვლელობისა და სამი ადამიანის დაჭრისთვის დაკავებულ ჯუანშერ და ალექსანდრე ტურიაშვილებს ბრალი წარუდგინეს. 

მათ აღმკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს.

გამოძიების ვერსიით, 25 მარტს, სოფელი ჩუმლაყის მიმდებარე ტერიტორიაზე, 1979 წელს დაბადებული მ.ბ.-ს კუთვნილი ავტომობილის მიმართულებით ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განხორციელდა, რის შედეგადაც ავტომანქანაში მყოფი 1979 წელს დაბადებული ი.ჩ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 1990 წელს დაბადებულმა მ.მ.-მ, 1972 წელს დაბადებულმა ზ.ბ.-მ და თავად ავტომობილის მფლობელმა – მ.ბ. -მ ჯანმრთელობის სხვადასხვა დაზიანება მიიღეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system