თავში

კახეთში ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა - შსს-ს განცხადება

კახეთში ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა - შსს-ს განცხადება
კახეთში ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა - შსს-ს განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტრო, კახეთში, უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოვარდნის შესახებ განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, შემთხვევის ორივე ადგილზე, ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიდმინარეობს.

,,შინაგან საქმეთა სამინისტროში, კახეთში, საგარეჯოს სოფელ უდაბნოსა და ყვარლის სოფელ სანავარდოს მიმდებარე ტერიტორიებზე უპილოტო საფრენი ორი აპარატის ჩამოვარდნის შესახებ შეტყობინება მიმდინარე წელს, 7 ოქტომბერს, დაახლოებით 18:35 და 18:45 წუთებზე შემოვიდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ დაიწყო საგამოძიებო ღონისძიებები.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. შემთხვევის ორივე ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული, ექსპერტ-კრიმინალისტები ატარებენ შესაბამის ღონისძიებებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system