თავში

კალანდიას ბიძა: ჯანაშიას პატივს ვცემ, რადგან უთანასწორო ბრძოლაში მოკლა დავით სარალიძე

კალანდიას ბიძა: ჯანაშიას პატივს ვცემ, რადგან უთანასწორო ბრძოლაში მოკლა დავით სარალიძე
კალანდიას ბიძა: ჯანაშიას პატივს ვცემ, რადგან უთანასწორო ბრძოლაში მოკლა დავით სარალიძე

დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებული მიხეილ კალანდიას ბიძა, დიმიტრი კაკუბავა აცხადებს, რომ სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულ მეორე პირს, გიორგი ჯანაშიას პატივს სცემს, რადგან მან უთანასწორო ბრძოლაში მოკლა დავით სარალიძე, რომელიც მისივე მტკიცებით, თავად იყო თავდამსხმელი. 

"დავით სარალიძე ჩაერია გარჩევაში, რომელიც პრაქტიკულად იყო დასრულებული და მხარეები იყვნენ შეთანხმებული. მე, როგორც ვეტერანს, როგორც მებრძოლს შემიძლია გამოვხატო პატივისცემა ჯანაშიას მიმართ, რომელიც შევიდა უთანასწორო ბრძოლაში და მოახერხა ფიზიკურად მასზე ბევრად უფრო დიდი და ძლიერი თავდამსხმელის მოკვლა" - განაცხადა განაცხადა დიმიტრი კაკუბავამ.

მისივე თქმით, კალანდიას დაკავება და გამამტყუნებელი განაჩენი "ევროპული საქართველოს" დამსახურებაა. 

"ჯანაშიას მხარე, "ევროპული საქართველოს" მთავარი სპონსორია, შედეგად მოხდა გარიგება და სასამართლო დასრულდა ისე როგორც დასრულდა. ეს საქმე "ევროპულმა საქართველომ" იყიდა და მიყიდა მთავრობას. ოჯახი ვაგრძელებთ დავას" - აცხადებს მსჯავრდებული კალანდიას ბიძა. 

შეგახსენებთ, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაადგინა, რომ გიორგი ჯანაშიამ დავით სარალიძის მკვლელობა ჩაიდინა ჯგუფურად, სხვა პირთან ერთად. ჯანაშიას მიესაჯა პატიმრობა 11 წლითა და 3 თვით. 

მანამდე საქალაქო სასამართლოს განაჩენით, გიორგი ჯანაშია დამნაშავედ იყო ცნობილი დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობაში და 9 წლით და 9 თვით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

საქმის უზენაეს სასამართლოში განხილვის პროცესში, გიორგი ჯანაშიას გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება. პროკურორის განმარტებით, საპროცესო შეთანხმების გაფორმებამდე მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული და ბრალდების მხარეს მიაწოდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია. 

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, გიორგი ჯანაშიას 11 წლით და 3 თვით პატიმრობის ნაცვლად, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ის 4 წელს პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხდის, დანარჩენი 4 წელი კი პირობითად ჩაეთვლება. გიორგი ჯანაშიას ორი წელი უკვე მოხდილი აქვს, შესაბამისად, პენიტენციურ დაწესებულებას 2021 წელს დატოვებს.

გუშინ კი, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობისთვის ბრალდებული მიხეილ კალანდია საქალაქო სასამართლომ  დამნაშავედ ცნო. მას 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

017 წლის 1-ელ დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system