თავში

"ქამრიში" მყოფ პირებს საზოგადოებამ და შაქარაშვილის ბიძამ დაუმძიმა ბრალდება"- ადვოკატი

"ქამრიში" მყოფ პირებს საზოგადოებამ და შაქარაშვილის ბიძამ დაუმძიმა ბრალდება"- ადვოკატი
ქამრიში მყოფ პირებს საზოგადოებამ და შაქარაშვილის ბიძამ დაუმძიმა ბრალდება- ადვოკატი

"ტოიოტა ქამრიში" მყოფ პირებს საზოგადოებამ და გიორგი შაქარაშვილის ბიძამ დაუმძიმა ბრალდება,"- ამის შესახებ გლდანის პენინტენციურ დაწესებულებაში შესვლამდე მორაგბე არჩილ გაგნიძის ადვოკატმა განაცხადა.

ვასილ მამულაშვილის თქმით, ისინი არათუ ბრალდებულებად, არამედ მსჯავრდებულებად აქციეს ჯერ კიდევ ერთი თვის წინ.

"მოლოდინი, რომ ბრალდება სხვანაირად მოიქცეოდა, არ გვქონია. ჩვენ ვნახეთ რაღაც მონათხრობები, ვარაუდები, რომლებიც არაერთხელ მოვისმინეთ ბატონი მირიან ნიკოლაძისგან, მისი საუბარი გადაიტანა პროკურატურამ და გამოსცა დადგენილება პირის ბრალდების შესახებ. თუმცა ეს არაფერს არ ნიშნავს, პირი დამნაშავედ ცნობილი ხდება მას შემდეგ, რაც სასამართლო გამოიტანს გამამტყუნებელ განაჩენს და ეს გადაწყვეტილება არის არასწორი. ამას უარყოფი ეფექტი ექნება როგორც პროკურატურისთვის ასევე დაზარალებულისთვის, ვინაიდან ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ სასამართლოში დადგება გამამართლებელი განაჩენი," - აღნიშნა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე "ტოიოტა ქამრის" 5 მგზავრს - ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს და 2 არასრულწლოვანს ბრალი დაუმძიმდა.

მათ გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას ედავება. დანაშაული 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნულმა პირებმა გიორგი შაქარაშვილი არაგვის ნაპირზე სასტიკად სცემეს და წყალში გადააგდეს, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავა. მათ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა აქვს შეფარდებული. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.

10 ივლისს, გენერალურმა პროკურატურამ გაასაჯაროვა ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

დასკვნაში ასევე წერია, რომ სხეულის დაზიანებები მიყენებული აქვს სიცოცხლეში.

ამასთან, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლითაც გრძელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system