თავში

კანონის წინაშე, ყველანი თანასწორი ვართ - ხმალაძე

კანონის წინაშე, ყველანი თანასწორი ვართ - ხმალაძე
კანონის წინაშე, ყველანი თანასწორი ვართ - ხმალაძე

კანონის წინაშე, ყველა თანასწორი ვართ, მიუხედავად იმისა თუ რა პოზიციაზე ვიმყოფებით და რა უფელებამოსლებასა თუ ძალაუფლებას ვფლობთ, - ასე გამოეხმაურა თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილის დაკავებას.

მისი თქმით, ყველა ქმედება, რომელიც შეფასდება როგორც კანონდარღვევა და უფლებამოსილების გადამეტება, შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას გამოიწვევს. 

"ჩვენ და კერძოდ, კახა კალაძეც მოუწოდებს მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს კორუფციული სამართალდარღვევების მიმართ სიფრთხილისკენ და ძალიან ცუდია, რომ დღემდე მაინც ხდება მსგავსი ფაქტები. აუცილებელი ასეთი სამართლებრივი პროცედურების გატარება. ყველა ასეთი ქმედება, რომელიც განიმარტება, როგორც კანონის დარღვევა და უფლებამოსილების გადამეტება, გამოიწვევს შესაბამის პასუხისმგებლობას. ყველა კანონის წინაშე ვართ თანასწორი, მიუხედავად იმისა თუ რა პოზიციაზე ვიმყოფებით და რა უფელებამოსლებას თუ ძალაუფლებას ვფლობთ", - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ. 

ცნობისთის, 25 იანვარს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, თბილისის მერიასთან თანამშრომლობით, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილე დააკავეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system