თავში

კარტოგრაფების საქმეზე დავით ხიდაშელი კიდევ ერთხელ გამოკითხეს

კარტოგრაფების საქმეზე დავით ხიდაშელი კიდევ ერთხელ გამოკითხეს
კარტოგრაფების საქმეზე დავით ხიდაშელი კიდევ ერთხელ გამოკითხეს

პროკურატურაში კარტოგრაფების საქმის ფიგურანტი დავით ხიდაშელი კიდევ ერთხელ გამოიკითხა. ჩხრეკა ჩატარდა მის საცხოვრებელ სახლშიც. 

უცნობია, რა კითხვები ჰქონდათ საქმის "ოქროს მოწმესთან" გამომძიებლებს. დავით ხიდაშელს კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია. 

7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

დავით ხიდაშელმა საქართველოს მხარეს 1930 წლით დათარიღებული რუკები გადასცა, რომლებმაც საქმეში ახალი გარემოებები გააჩინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system