თავში

"ქართული ოცნების" ოფისთან გამართულ აქციაზე დაკავებულები სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

"ქართული ოცნების" ოფისთან გამართულ აქციაზე დაკავებულები სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
ქართული ოცნების ოფისთან გამართულ აქციაზე დაკავებულები სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

„ქართული ოცნების“ ოფისთან გამართული აქციისას დაკავებული მოძრაობა „შეცვალეს” სამი წევრი - ნიკა ფარულავა, ბექა პაპაშვილი და ოთარ შენგელია სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ნათია მერაბიშვილმა მას შემდეგ მიიღო, რაც დაკავებულის ადვოკატმა მეორე მხარისგან მის ხელთ არსებული მტკიცებულებების გადაცემა მოითხოვა. საუბარია სამხრე კამერების ჩანაწერებზე. ადვოკატის თქმით, ორივე მხარე უნდა გაეცნოს მტკიცებულებებს, რისთვისაც გონივრული ვადაა საჭირო. 

სასამართლო დაკავებულებისთვისაღკვეთის ღონისძიებაზე 25 ნოემბერს იმსჯელებს.

შეგახსენებთ, რომ 21 ნოემბერს "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან გამართულ აქციაზე პოლიციამ ოთხი აქტივისტი დააკავა. აქედან ერთი - ტიტე გედენიძე სასამართლომ არ სცნო სამართალდამრღვევად და დარბაზიდან გაათავისუფლა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system