თავში

კასპში, ორი პირის მძევლად აყვანის ბრალდებით დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

კასპში, ორი პირის მძევლად აყვანის ბრალდებით დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა
კასპში, ორი პირის მძევლად აყვანის ბრალდებით დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

კასპში, ორი პირის მძევლად აყვანის ბრალდებით დაკავებულ გიორგი მენაბდიშვილს გორის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დაკავებული ბრალს არ აღიარებს. მენაბდიშვილის ინტერესებს საზოგადოებრივი დამცველი იცავს. ქეთევან გაგლოევა ამბობს, რომ მოსამართლის განჩინებას გაასაჩივრებს.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს. მოსამართლემ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და გამოიყენა პატიმრობა. დაცვის მხარე გავასაჩივრებთ მოსამართლის განჩინებას“, - აცხადებს გაგლოევა.

ცნობისთვის, 15 იანვარს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კასპში, ერთ-ერთი საწარმოში ორი პირის მძევლად აყვანის ბრალდებით 1993 წელს დაბადებული გიორგი მენაბდიშვილი დააკავა, რომელიც საწარმოს ტერიტორიაზე შეიჭრა და სანადირო თოფის მუქარით ორი მოქალაქე მძევლად აიყვანა.

მენაბდიშვილს ბრალი 144-ე მუხლის მე-2 ნაწილით ედება, რაც სიცოცხლისთვის საშიში მუქარით ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს. აღნიშნული ბრალდება 9-დან 14-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system