თავში

კაცი პოლიციის შენობიდან გადახტა - სახელმწიფო ინსპექტორმა გამოძიება დაიწყო

კაცი პოლიციის შენობიდან გადახტა - სახელმწიფო ინსპექტორმა გამოძიება დაიწყო
კაცი პოლიციის შენობიდან გადახტა - სახელმწიფო ინსპექტორმა გამოძიება დაიწყო

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური პოლიციის სამმართველოში მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

როგორც უწყებაში განმარტავენ, პოლიციის შენობიდან, მამაკაცის გადახტომის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. 

"2021 წლის 16 ივნისს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში შემოვიდა შეტყობინება, რომლის თანახმად, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს მეოთხე სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის აივნიდან გადმოხტა მამაკაცი.

აღნიშნული შეტყობინების საფუძველზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი გულგრილობის სავარაუდო ფაქტზე, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

ამ ეტაპზე ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო მოქმედებები. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას", – აცხადებენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში.

თბილისში, პოლიციის შენობიდან კაცი გადახტა
ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system