თავში

ხელისუფლება ჩემს გათავისუფლებას არ დაუშვებს - ნიკა მელია

ხელისუფლება ჩემს გათავისუფლებას არ დაუშვებს - ნიკა მელია
ხელისუფლება ჩემს გათავისუფლებას არ დაუშვებს - ნიკა მელია

ვფიქრობ, სასამართლო არ გააუქმებს ჩემი პოლიტიკური პატიმრობის გადაწყვეტილებას, რადგან, სამწუხაროდ, ჩვენ გასულები ვართ სამართლებრივი სივრციდან, - ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს. 

მისივე თქმით, სასამართლო პროცესზე ხელისუფლება მის გათავისუფლებას არ დაუშვებს.

,,მიუხედავად დასავლეთის ზეწოლისა, ხელისუფლება ჩემს გათავისუფლებას არ დაუშვებს, იმის გამოც, რომ ამ შემთხვევაში, მოლაპარაკების შემდგომ რაუნდზე ივანიშვილის წარმომადგენლებს ჩემთან ერთად მოუწევთ მაგიდასთან დაჯდომა, სადაც მექნება უდიდესი მორალური და ფსიქოლოგიური უპირატესობა, თუ რატომ ამის ახსნას არ დავიწყებ. გარდა ამისა, ხელისუფლება არ მომცემს საშუალებას აქტიურად ჩავერთო 15 მაისის საპროტესტო აქციის მომზადებაში და ამ მიზნით შემოვიარო მთელი თბილისი და ყველა რაიონი", - ნათქვამია მელიას წერილობით კომენტარში, რომელიც მან ,,მთავარ არხს" მისცა.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი, 8 აპრილს ჩაინიშნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system