თავში

ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლისთვის ბრალი საერთოდ უნდა მოეხსნათ - ლომჯარია

ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლისთვის ბრალი საერთოდ უნდა მოეხსნათ - ლომჯარია
ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლისთვის ბრალი საერთოდ უნდა მოეხსნათ - ლომჯარია

ჩვენი პოზიციაა ის, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლისთვის ბრალი საერთოდ უნდა მოეხსნათ, რადგან წარდგენილი ქმედება, საერთაშორისო პრაქტიკით და ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობითაც, არ შეიცავს ფულის „გათეთრების“ დანაშაულის ნიშნებს, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამ საკითხზე მათ სასამართლოში „სასამართლო მეგობრის“ მოსაზრებაც წარდგენილი აქვთ.

„სახალხო დამცველს პირდაპირ აქვს ნათქვამი და ამაზე სასამართლოში წარდგენილი გვაქვს „სასამართლო მეგობრის“ მოსაზრება, რომ ჩვენ საერთოდ ვერ ვხედავთ, რომ ის ქმედება რასაც პროკურატურა ედავება აღნიშნულ პირებს, წარმოადგენდეს ფულის გათეთრების დანაშაულს. ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს შესწავლილი საერთაშორისო პრაქტიკა, გაანალიზებული გვაქვს მათ შორის საქართველოს კანონმდებლობა და მიგვაჩნია, რომ წარდგენილი ქმედება და მტკიცებულებები არ ადასტურებს, რომ ჩადენილია ფულის გათეთრების დანაშაული. შესაბამისად, ჩვენ მივმართეთ სასამართლოს, რომ იმსჯელოს იმაზე, საერთოდ, რამდენად ადეკვატურია წარდგენილი ბრალი,"- განაცხადა ლომჯარიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system