თავში

ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის პროკურორი: დღევანდელ პროცესზე აღვადგენთ დანაშაულის რეალურ სურათს

ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის პროკურორი: დღევანდელ პროცესზე აღვადგენთ დანაშაულის რეალურ სურათს
ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის პროკურორი: დღევანდელ პროცესზე აღვადგენთ დანაშაულის რეალურ სურათს

თბილისის საქალაქო სასამართლოში უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში ბრალდებული "თიბისი ბანკის" დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმის არსებითი განხილვა იწყება. 

საქმის პროკურორის, გიორგი მიქავას განმარტებით, დღევანდელ სხდომაზე მხარეები შესავალ სიტყვას წარმოთქვამენ. ასევე ბრალდების მხარე მიმოიხილავს საქმის ყველა მნიშვნელოვან მტკიცებულებას, რომელიც, მისივე თქმით, დანაშაულის რეალურ სურათსა და გარემოებას აღადგენს.  

"რამდენადაც მოცემული საქმის მოსამართლემ წინა სასამართლო სხდომაზე განმარტა, დღეს მხარეებს ექნებათ შესავალი სიტყვის წარმოთქმის შესაძლებლობა, შესაბამისად, ბრალდების მხარე მზად არის დღეს თქვას შესავალი სიტყვა, რა დროსაც იგი მოკლედ შეეხება ბრალდებისს არსს, კერძოდ რაში ედებათ აღნიშნულ პირებს ბრალი და გარდა ამისა, მიმოიხილავს ყველა მნიშვნელოვან მტკიცებულებას, საქმის ყველა მნიშვნელოვან და ძირეულ გარემოებაზე, რომლებიც აღადგენენ დანაშაულის რეალურ სურათს და გარემოებას. ბრალდების მხარე აპირებს გამოიკვლიოს არაერთი მტკიცებულება, მათ შორის დოკუმენტური მტკიცებულებები, ეროვნული ბანკის შემოწმების ბის აქტები, მათ შორის მოწმეთა ჩვენებები რონლებიც პირდაპირ დაადასტურებენ ბრალდებულების მიერ მართლსაწინააღმდეგო მოსაკუთრების მიზნით, მოტყუებით ბანკის კუთვნილი თანხის, კერძოდ 16 664 000 დოლარის მისაკუთრების ფაქტს და ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზების ფაქტს" - განაცხადა პროკურორმა. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 700 000 – 700 000-ლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system